საექთნო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილია 8 სემესტრზე (ოთხი აკადემიური წელი).
საქართველოს მოქალაქეებისათვის პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების (რანჟირების დოკუმენტის) საფუძველზე ან უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში ინგლისური ენის ჩაბარება აუცილებელი პირობაა (უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კოეფიციენტებისა და საგნობრივი მინიმალური ბარიერის გათვალისწინებით).
უცხოელი სტუდენტებისათვის ინგლისური ენის კომპონენტის შეფასება/დადასტურება ხორციელდება:
- ინგლისური ენის B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®) EnglishScore და სხვა;
- ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტის (მაგ.: ატესტატი, სერტიფიკატი და სხვა);
- უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩამარება - B1 დონე.
პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმნათლებლო პროგრამა
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმნათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა გათვლილია 8 სემესტრზე (ოთხ აკადემიურ წელზე, ხოლო სემესტრი მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდ(ებ)ის ჩატარებისა და მათში სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს).
ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); ისტორია ან მათემატიკა) შედეგების (ინგლისურ ენაში მინიმუმ (50%+1)) საფუძველზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ - მუხლი 52).
პროგრამაზე სწავლის აუცილებელი პირიობაა B2 დონის ფლობა ინგლისურ ენაში, რომელიც შეიძლება დადასტურდეს შესაბამისი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტით და/ან ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ტესტირებით.
ინგლისურენოვან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილების/თანხმობის საფუძველზე.