NEU საერთაშორისო აკადემიურ ქსელში

„ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“ გაცხადებული პრიორიტეტია უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა საერთაშორისო სივრცესთან ინტეგრირებით. აღნიშნული დეკლარირებულა ნეუს მისიის განაცხადშიც. აღნიშნული გაცხადებული პრიორიტეტიდან გამომდინარე საერთაშორისო განვითარების პოლიტიკის ერთ - ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აქტიური ინტეგრაცია.

 

European Network for Academic Integrity - ის წევრობა ადასტურებს უნივერსიტეტის ერთგულებას აკადემიური კეთილსინდისიერების, ეთიკური სტანდარტებისა და ხარისხიანი განათლების პრინციპების მიმართ. აღნიშნული ქსელი წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს აკადემიური ეთიკისა და კეთილსინდისიერების კულტურის განვითარებას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში.

 

საერთაშორისო აკადემიურ ქსელებსა და პროფესიულ გაერთიანებებში წევრობა წარმოადგენს უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებისა და განვითარების მნიშვნელოვან მაჩვენებელს. აღნიშნული წევრობები ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, იზიარებს თანამედროვე აკადემიურ სტანდარტებს და მუდმივად აფართოებს თანამშრომლობის შესაძლებლობებს. შესაბამისად, European Network for Academic Integrity - ის წევრობა არა მხოლოდ უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციის განმტკიცებას ემსახურება, არამედ ქმნის დამატებით საფუძველს სტუდენტთა რაოდენობის ზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობების გაფართოებისა და უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაძლიერებისთვის. 

 

European Network for Academic Integrity-ში „ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლად განისაზღვრა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, სამართლის დოქტორი სალომე პირველი, რომელიც უნივერსიტეტის სახელით წარმოადგენს დაწესებულებას აღნიშნულ საერთაშორისო ქსელში და უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით უნივერსიტეტის ინტერესების წარმოდგენას.

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია