Erasmus+ პროგრამის ფარგლებში NEU - ის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - გიორგი მარგიანი სწავლას იტალიის ერთ - ერთ უძველეს და პრესტიჟულ უნივერსიტეტში - University of Naples Federico II გააგრძელებს.
აკადემიური მობილობა სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში გაიღრმაოს პროფესიული ცოდნა, შეიძინოს ინტერკულტურული გამოცდილება და გაეცნოს ევროპული უმაღლესი განათლების საუკეთესო პრაქტიკებს.
სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა NEU - ის ერთ - ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან და სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
NEU ქმნის შესაძლებლობებს.
NEU მონაწილეობს მომავლის შექმნაში.