“ნეუ ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტსა" და „საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს“ („საქპატენტი“) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს „NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“ რექტორმა სალომე პირველმა და „საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის“ („საქპატენტი“) თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.