„ნეუ ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტსა“ და „გაგუას კლინიკას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს განათლებისა და პრაქტიკული სწავლების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას.
თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, კლინიკური პრაქტიკის შესაძლებლობების გაფართოებაზე, პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და თანამედროვე სამედიცინო გარემოში მათი პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული აქტივობების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ კლინიკურ პრაქტიკასთან დააკავშირონ.
„გაგუას კლინიკა“, როგორც საქართველოს ერთ - ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულება, მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება NEU - ის საგანმანათლებლო მისიის განხორციელებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით ხარისხიანი, პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების განვითარების პროცესში.
NEU განაგრძობს თანამშრომლობას ქვეყნის წამყვან ორგანიზაციებთან, რათა სტუდენტებს შესთავაზოს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო და შექმნას მათი წარმატებული პროფესიული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობები.