Erasmus+ გაცვლითი პროგრამა

𝙉𝙀𝙐 - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025 - 2026 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის 👇👇

 

პარტნიორი უნივერსიტეტები:

 

🔵 ფედერიკო II სახელობის ნაპოლის უნივერსიტეტში (იტალია);

🔵 რუსეს უნივერსიტეტში (ბულგარეთი).

 

აკადემიური პერსონალისთვის სავალდებულოა მასპინძელ უნივერსიტეტში სალექციო კურსის წაკითხვა - აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლსური ენის B2 დონეს.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 𝙉𝙀𝙐 - სამართლის საბაკალავრო პროგრამის და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურ პერსონალს.

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

 

🔵 CV;

🔵 პასპორტის ასლი;

🔵 შევსებული და ხელმოწერილი მობილობის ხელშეკრულება. 

 

 

დანართი: მობილობის ხელშეკრულება.

 

მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 26 ნოემბრიდან  03 დეკემბრის ჩათვლით.

 

Erasmus+ წარმოადგენს ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს ევროპულ ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს უმაღლესი განათლების სისტემების ინტერნაციონალზაციას, აკადემიური პროცესების გაუმჯობესებასა და უნივერსიტეტებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილე აკადემიური პერსონალი იღებს შესაძლებლობას:

 

🔵 განახორციელოს სალექციო ან კვლევითი საქმიანობა პარტნიორ უნივერსიტეტებში;

🔵 გაეცნოს თანამედროვე პედაგოგიურ პრაქტიკებსა და ინოვაციურ საგანმანათლებლო მეთოდებს;

🔵 გააძლიეროს პროფესიული კომპეტენციები და გააფართოოს საერთაშორისო აკადემიური ქსელი;

🔵 დაეწიოს ევროპულ აკადემიურ სტანდარტებს და უნივერსიტეტში წარადგინოს ახალი, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომები.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები:

📩 ელ.ფოსტა: international@neu.edu.ge 

 

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია