BESTS OF GEORGIA 2025

„NEU - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი“ - ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ დაჯილდოვდა, როგორც ინსტიტუცია, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში შექმნა უნიკალური განვითარების დინამიკა. უნივერსიტეტი, რომელმაც შეძლო მცირე კოლეჯიდან ჩამოყალიბებულიყო ერთ - ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეროვნულ უნივერსიტეტად - საანგარიშო პერიოდისათვის NEU - მ მოახდინა 11 პროგრამის იმპლემენტაცია, რომელთაც მიენიჭათ უპირობო აკრედიტაცია საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით, ჩაერთო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამაში, გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის EURAS - ის სრულუფლებიანი წევრი, შექმნა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი, ჩამოაყალიბა იურიდიული კლინიკა და თანამშრომლობა დაიწყო 60 - ზე მეტ საერთაშორისო უნივერსიტეტთან მსოფლიოს მასშტაბით.
 
NEU - განვითარების ტემპით, ტრანსფორმაციით, სტრატეგიული მენეჯმენტით და განათლებისადმი პასუხისმგებლობით ქმნის ახალ აკადემიურ კულტურას საქართველოში - NEU ეს არის განათლების ახალი სტანდარტი.

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია