სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (იტალია)

𝙉𝙀𝙐 - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის კონკურსს “ფედერიკო II სახელობის ნაპოლის უნივერსიტეტში” 2025 - 2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის განსახორციელებლად!

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 𝙉𝙀𝙐 - ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შემდეგი კრიტერიუმებით:
 

🔵 სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ III - VI სემესტრში;

🔵 სტუდენტებს, რომელთა GPA – მინიმუმ 2.5 - ია;

🔵 სტუდენტებს, რომელთა ინგლისური ენის ცოდნის დონე B2 - ია.

 

სწავლების ენა - ინგლისური.

 

წარსადგენი დოკუმენტაცია:

1. CV;

2. ფოტოსურათი;

3. პასპორტის ასლი;

4. სამოტივაციო წერილი;

5. ცნობა ფაკულტეტიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;

6. ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით;

7. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

8. სასწავლო ხელშეკრულება;

9. ცნობა ნაკლები შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთზვევაში): სოციალურად დაუცვლის სტატუსი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირი;

8. დაზღვევა (შესაძლებელია მოგვიანებით).

 

ნომინირებულმა სტუდენტებმა სააპლიკაციო ფორმა და ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე უნდა ატვირთონ ფედერიკო II სახელობის ნაპოლის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების პორტალზე.

 

ნომინირებული სტუდენტები საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე  მიიღებენ ინფორმაციას ფედერიკო II სახელობის ნაპოლის უნივერსიტეტის კოორიდნატორისგან.

 

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ივნისი.

 

დანართები:

1. საგნების ჩამონათვალი;

2. სასწავლო ხელშეკრულება.

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის "ნეუ ეროვნულ საგანამანათლებლო უნივერსიტეტში" ჩატარდება ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე).

 

ტესტირების დრო: 10.04.2025 - 12:00 სთ.
რეგისტრაციის ბოლო ვადა 09.04.2025 - 12:00 სთ.

 

სარეგისტრაციო ბმული

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international@neu.edu.ge

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია