სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (ასტანა, ყაზახეთი)

𝙉𝙀𝙐 - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის კონკურსს “ევრაზიულ ნაციონალურ უნივერსიტეტში” 2025 - 2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის განსახორციელებლად.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 𝙉𝙀𝙐 - ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის და ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შემდეგი კრიტერიუმებით:

 

🔵 სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ III - VI სემესტრში;

🔵 სტუდენტებს, რომელთა GPA – მინიმუმ 2.5 - ია;

🔵 სტუდენტებს, რომელთა ინგლისური ენის ცოდნის დონე B2 - ია.

 

სწავლების ენა - ინგლისური.

 

წარსადგენი დოკუმენტაცია:

1. CV;

2. ფოტოსურათი;

3. პასპორტის ასლი;

4. სამოტივაციო წერილი;

5. ცნობა ფაკულტეტიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;

6. ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით;

7. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

8. სასწავლო ხელშეკრულება;

9. ცნობა ნაკლები შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთზვევაში): სოციალურად დაუცვლის სტატუსი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირი;

8. დაზღვევა (შესაძლებელია მოგვიანებით).

 

ნომინირებულმა სტუდენტებმა სააპლიკაციო ფორმა და ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე უნდა ატვირთონ ევრაზიული ნაციონალური უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების პორტალზე.

 

ნომინირებული სტუდენტები საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე  მიიღებენ ინფორმაციას ევრაზიული ნაციონალური უნივერსიტეტის კოორიდნატორისგან.

 

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 აპრილი.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international@neu.edu.ge

 

 

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია