შეფასების კრიტერიუმები

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრა

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025 – 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ფორმად განსაზღვრულია ესსე. ესსეს შეფასების კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებული დანართის სახით (იხილეთ დანართი N1).

 

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ესსე) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განსაზღვრულია 50 %-ს + 1 ქულით.

 

უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ესსე) ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტებს, რომელთაც თანაბარი ქულა აქვს მიღებული (ორ ან მეტ აპლიკანტს), დასაფინანსებელ პირთა სიაში გათვალისწინებულ იქნება აპლიკანტი, რომელსაც საგნის გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი ქულა.

 

თუ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ესსე) ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტებს, რომელთაც თანაბარი ქულა აქვს მიღებული (ორ ან მეტ აპლიკანტს) და ამავდროულად საგნის გამოცდაზე აქვთ მიღებული თანაბარი ქულა, კომისია უზრუნველყოფს მათთან დამატებითი გამოცდის ჩატარებას. დასაფინანსებელ პირთა სიაში გათვალისწინებულ იქნება აპლიკანტი, რომელსაც უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ დამატებით გამოცდაზე მიღებული ექნება უფრო მაღალი ქულა.

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია